თმა მცვივა, ვმელოტდები. რა ვქნა?

Read Time:2 Minute, 38 Second

თმა ყველა ადამიანს სცვივა. ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად 50-დან 100-მდე თმის ღერს კარგავს. ასეთი ცვენა ნორმაა და გამელოტებას არ იწვევს, რადგან იმავდროულად ადამიანს ახალი თმა ეზრდება. მაგრამ არსებობს ასევე თმის პათოლოგიური ცვენა, როდესაც დაკარგული თმის ღერები ახლის ამოსვლით არ ანაზღაურდება.

ყველაზე გავრცელებული პათოლოგია რომელია?

ანდროგენული ალოპეცია. ის გვხდება როგორც კაცებში, ასევე ქალებშიც, მაგრამ პროცესი სხვადასხვაგვარად ვითარდება. კაცებს დიდწილად თმა უიშვიათდებათ და თმის ცვენა ეწყებათ შუბლის და საფეთქლების მიდამოებში ანუ წინიდან და თმის ზრდის ხაზი ნელნელა იწევს უკან. ქალებში ანდროგენული ალოპეცია იწვევს თმის გაიშვიათებას (იშვიათად სრულ ცვენას) თავის ცენტრალური ხაზის გასწვრივ, რაც დაახლოებით ასე გამოიყურება. არსებობს ალოპეციის სხვა ფორმებიც, მაგალითად კეროვანი (ბუდობრივი) ის ხელს უწყობს თმის მოულოდნელ კარგვას თავის და სახის კონკრეტულ ლოკაციაზე.

ალოპეციას რა იწვევს?

ანდროგენული და კეროვანი ალოპეციის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს და მედიცინას მათ შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ აქვს. ანდროგენულის შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მემკვიდრეობითობა, რაც შეეხება კეროვანს ის ორგანიზმის იმუნურ სისტემასთანაა დაკავშირებული, რომელიც უცნობი მიზეზის გამო (მედიცინამ ამის შესახებ ბოლომდე არ იცის) თმის ფოლეკულებს უტევს. ამასთან, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც კეროვანი ალოპეცია აქვთ, საბოლოოდ თმა ხელახლა ეზრდებათ და ხშირად ისევე სპონტანურად, როგორც დაცვივდათ. მკურნალობა ყოველთვის საჭირო არ არის, აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა პაციენტს შეიძლება დაუნიშნოს აბები, ინექცია, ლოსიონები (მოქმედი ნივთიერებებია – კორტიკოსტეროიდები, მინოქსიდილი) ან ურჩიოს ფოტოქიმიოთერაპია. მაგრამ ეს ყველაფერი კეროვან ალოპეციას ბოლომდე ვერ განკურნავს, ბევრ პაციენტს რეციდივები აქვს. გარდა ამისა, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება სხვა რამ იყოს, მაგალითად ფარისებრი ჯირკვალის დაავადებები, გარკვეული წამლების და ქიმიოთერაპიის ზოგიერთი პრეპარატების მიღება.

და რა უნდა ვუყოთ ამ ალოპეციას?

ექიმს უნდა მიმართოთ. თავიდან თერაპევტს, რომელმაც შეიძლება გაგაგზავნოთ დერმატოლოგთან ან ტრიხოლოგთან (დერმატოლოგი, რომელიც თმის და თავის კანის თმიანი ნაწილის ჯანმრთელობაზე მუშაობს). ამ სპეციალისტებს შეუძლიათ თმის ცვენის მიზეზების დადგენა. თმის დაკარგვა – უმტკივნეულო პროცესია და თავისთავად ვერ გახდება დაავადებების მიზეზი, მაგრამ ის შეიძლება დაავადების შედეგი იყოს. ეს კვლევის დახმარებით ექიმმა უნდა დაადგინოს.

თუ თმა უკვე დამცვივდა, ექიმთან მისვლას აზრი აღარ აქვს?

სპეციალისტისთვის მიმართვას აზრი მაინც აქვს. თმის მკვეთრი და სრული დაკარგვა შეიძლება ისეთი დაავადების ნიშანი იყოს, რომელსაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ექიმები არ ემხრობიან ასეთ დროს თვითმკურნალობას, რადგან ეფექტიანი საშუალების არჩევა თმის ცვენის მიზეზზეა დამოკიდებული.

ექიმის მიერ არჩეული თერაპიის მეთოდი ხელს შეუწყობს თმის ცვენის შეჩერებას და ზრდის აღდგენას. თუ საქმე ანდროგენულ ალოპეციაშია, ექიმი, დიდი ალბათობით, დანიშნავს პრეპარატებს (მინოქსიდილის შემცველობით), რომელსაც კანის დაზიანებულ ადგილებზე ისვამენ. ისინი თმის ფოლეკულების მუშაობას ააქტიურებენ. ასეთი პრეპარატის ეფექტიანობის გასაგებად მისი გამოყენება აუცილებელია სულ ცოტა ნახევარი წლის განმავლობაში. როგორც წესი, თმის ცვენა ნელდება და ექვსი-რვა თვის შემდეგ აქტიურ ზრდას იწყებს. თუ ეს საშუალება ეფექტიანი იქნება, მისი გამოყენება ადამიანს მუდმივად მოუწევს, თუ – არა, ექიმმა შეიძლება გამოწეროს აბები, რომლებიც თმის ზრდას შეუწყობს ხელს, მაგრამ ყველა მათგანი ქალებისთვის ეფექტიანი არ არის.

და თუ არანაირი პრეპარატი არ მშველის?

ზოგიერთ შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციაა თმის გადანერგვა. ამ მეთოდს იყენებენ კაცის გამელოტების სხვადასხვა ფორმის, ასევე ქალებში თმის მასობრივი ცვენის და დამწვრობის ან სხვა ტრავმისგან თმის ნაწილის დაკარგვის დროს. არსებობს თმის გადანერგვის რამდენიმე ფორმა, მაგრამ რომელიც არ უნდა აირჩიოს პაციენტმა, მას თმის ახალ ფოლეკულებს არ გადაუნერგავენ, არამედ თავის ზედაპირზე გადაუნაწილებენ უკვე არსებულ თმას. ანუ ვარცხნილობა ძველ მოცულობას ვერ დაიბრუნებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თმის გადანერგვის პროცედურა საკმაოდ ძვირია.

თმის გადანერგვა უსაფრთხოა?

დიახ. თმის ტრანსპლანტაცია უსაფრთხო ოპერაციად არის მიჩნეული. ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ის უმტკივნელულოდ მიმდინარეობს, გართულებები კი იშვიათია. მაგრამ პროცედურას ყოველთვის მოსდევს აღდგენითი პერიოდი, რომელიც გადანერგვის მეთოდის მიხედვით ხანგრძლივობით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ამასთან, ბევრი რამ პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ბახტაძეს ხვდება
Next post სპორტის რომელი სახეობა ეხმარება ბავშვს სწავლაში