თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო, BA.2 ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე პირველი სუბვარიანტი და შედარებით მძიმე დაავადებას იწვევს

Read Time:44 Second

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი, BA.2 ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი BA.1, სუბვარიანტი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.

„BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 388 534, გარდაიცვალა 15 856 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირი მოსკოვს სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ რუსეთი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებს
Next post შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას