თენგიზ ცერცვაძე: გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადის უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში

Read Time:45 Second

საქართველო გზაგასაყარზეა, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ახლა ვართ გზაგასაყარზე, შევინარჩუნებთ ამ სტაბილიზაციის პერიოდს და გადაურჩებით იმას, რასაც ვერ გადაურჩა ევროპა ან ამერიკა… ან ვერ შევინარჩუნებთ, ვერც ჩვენ გადაურჩებით და აქაც დაიწყება მესამე ტალღა ყველა მისი თანმდევი უსიამოვნო მოვლენებით.

შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივი სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჯერ არაა სიკვდილობის მატება, ამას უნდა გაუფრთხილდეთ. თორემ თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილობას ერთნიშნა ციფრზე ვერ შევინარჩუნებთ. დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ადამიანი თუ აიცრება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 303, გარდაიცვალა 3 877 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანის თქმით, PACE რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ რეზოლუციას ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა
Next post ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს