თეა წულუკიანი – 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან 53 სავარაუდოდ დაკარგულია, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება იქნება დასაწყები

Read Time:43 Second

2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, 53 სავარაუდოდ დაკარგულია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება იქნება დასაწყები.

„ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, 53 სავარაუდოდ დაკარგულია, შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება.

მინდა ჩეხეთში ჩვენს საელჩოს და ჩემს პირველ მოადგილეს ვუთხრა მადლობა, ვინაიდან საელჩოებიდან გადარჩენილი ფერწერული ტილოების დაბრუნების პროცესი დაიწყო და ჩეხეთში ჩვენი საელჩო იყო ამ მხრივ პირველი მერცხალი. დანარჩენ საელჩოებთან, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი კოლეგა ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიმუშავებთ, რომ ეს ექსპონატები დაბრუნდეს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების მუზეუმში. იქნება სხვა დანაკლისებიც. ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს და ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები დაიდება მომავალი წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი არ განხორციელდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც გასულ წელს 37.4 მილიონ ლარს, წელს კი – 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება