თეა წულუკიანი: უპასუხისმგებლო, ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, თუ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას გაეთიშებოდა, „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა, სინამდვილეში, ოპოზიციაში საკუთარ ქვეყანას ჩაუდგნენ და ევროპულ მომავალს დაუპირისპირდნენ
„კიდევ ერთხელ, სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას მორიგჯერ და მორიგჯერ დაუპირისპირდნენ თავიანთი ამ უპასუხისმგებლო პოზიციით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია საკუთარ შეცდომებს აღიარებს და საპარლამენტო მუშაობას შეუერთდება, რადგან ქვეყნისთვის მხოლოდ ამ გზით შეიძლება წარმატების მიღწევა.
„მათ მიიღეს მოწოდებები ბრიუსელიდან, რომ მათი ქცევა უპასუხისმგებლოა და ახლა ცდილობენ, ეს როგორღაც გამოასწორონ, მაგრამ დამოუკიდებლად მათი მუშაობის პერსპექტივა არ მესმის რას ნიშნავს, რადგან კანონები მუშავდება იმ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არის, როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივი პროცესით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მათ არ შერცხვებათ და იტყვიან, რომ აქამდე ხელმოცარულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, აღიარებენ საკუთარ შეცდომას ღიად ან ჩუმად და შეუერთდებიან უმრავლესობას პარლამენტში, რომ ის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს უმრავლესობასთან ერთად. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიჰყავს ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, ხედავს კიდეც და ამის მაგალითია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსჯელობის პროცესშია ან დამტკიცებულია პარლამენტში, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი, რომელზეც სათქმელი არავის არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით დესტრუქციულ რიტორიკას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...