დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებელზე”: სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან

Read Time:33 Second

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ, მათ მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს:

-“სტრატეგია აღმაშენებელმა” უსინდისობით და უზნეო ქმედებით ნაცმოძრაობას გაუსწრო. ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო. შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ქართული პოლიტიკის უბედურება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა.

სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და მერე უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და მერე სხვისი. სანამ ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება “მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: უპასუხისმგებლო, ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, თუ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას გაეთიშებოდა, „ქართულ ოცნებას“ დააზიანებდა, სინამდვილეში, ოპოზიციაში საკუთარ ქვეყანას ჩაუდგნენ და ევროპულ მომავალს დაუპირისპირდნენ
Next post ურსულა ფონ დერ ლაიენი – მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე