ურსულა ფონ დერ ლაიენი – მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე

Read Time:42 Second

ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას, ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მსგავსი თვალებით, ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება. ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება. ეს იწყება მათით, ვინც კავშირის წევრი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით ყოველდღიურად, ყველა ნაბიჯზე. მე ასევე მსურს, ხალხმა იცოდეს დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე. ეს უნდა იყოს გზავნილი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებელზე”: სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან
Next post ერთ ნაბიჯს რომ გადადგამს, მერე ქანაობს. რატომ ქანაობ-მეთქი. – ვკითხე, – რა ვქნა, მექანავებაო” – გიული ალასანია სააკაშვილზე