თეა წულუკიანი: სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რადგან ქვეყნის გარეთ წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია

Read Time:42 Second
ალბათ უცნაური არ არის, რომ სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე, ლუგარის ლაბორატორიაზე და აი იმ წარმატებულ სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რომელიც როგორც ჩანს ვიღაცას ქვეყნის გარეთ ხელს უშლის და აწუხებს, რადგან წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
 
„როდესაც ლუგარის ლაბორატორიას რუსული ძალები აკრიტიკებენ და ურტყამენ და ახლა ჯანდაცვის სიტემა არის ასეთი კიბერშეტევის მსხვერპლი, რა თქმა უნდა ჩნდება ლეგიტიმური კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნებს გამოძიება გასცემს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.
 
შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა 2020 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელდა. მისი მიზანი კი ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 47 პაციენტი გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ ერთს დაუდასტურდა
Next post ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა