ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

Read Time:35 Second
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა.
ალექსანდრე მოწერელია ნახურცილაოს, გურძემის, კიწიას და ნოღას მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე ისაუბრეს სოფლებში არსებული პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.
ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრა ასევე ნოღას ციხესიმაგრეში ადგილობრივებთან  გამართა. შეხვედრაზე ხაზი  ტურიზმის განვითარებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას გაესვა.
 რამდენადაც ტურისტული ლოკაციები   მნიშვნელოვანია და დამატებით შემოსავლების წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
“მნიშვნელოვანია ნოღას ციხესიმაგრის როლი საგანმანათლებლო სფეროში, ვინაიდან პირველი ცენტრი, ამ მიმართულებით, სწორედ სოფელ ნოღაში, 1805 წელს დაარსდა. ნიშანდობლივია ის, რომ დღეს ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან დავასრულეთ ნოღას ციხესიმაგრეში და ასევე, შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად უნდა იქნეს სოფელი ნოღა დატანილი ტურისტულ რუკაზე.“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რადგან ქვეყნის გარეთ წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია
Next post კარლ ჰარცელი: არჩევნების წინ კიბერუსაფრთხოება სერიოზულ საკითხს წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება