თეა წულუკიანი არესტოვიჩზე: კოორდინირებული ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი

Read Time:28 Second

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა მტკიცებულებები იმაზე, რომ კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა იყო.

„ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკაში და პროცესში ჩართვა იყო მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა. რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა თეა ლუწუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებით ახორციელებს სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის სატრანსპორტო სისტემა დაინერგოს
Next post გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის გამოშვება უდრის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვას