თბილისში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ლოკაციების რუკა გამოქვეყნდა

Read Time:2 Minute, 9 Second

11:00-დან 22:00 საათი:

ექსპოზიცია „პოსტერი 100“ – ღია ცის ქვეშ, რუსთაველის გამზირზე 100 პოსტერისგანშემდგარი გამოფენა გაიმართება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე სტუდენტები.

ლოგო „100“ – რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო განთავსდება, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი.

ინსტალაცია „100“  – რკინის კონსტრუქცია, მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით, ჩამონტაჟებული ფოტომასალით. ოპერის წინ.

კინოჩვენება – პროექტი გულისხმობს ძველი კინოთეატრის გაცოცხლებას. ოპერის მიმდებარედ განთავსდება კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით და დღის განმავლობაში გაეშვება სხვადასხვა ძველი ფილმები, ასევე ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით – „1918-2018“.

საბავშვო სივრცეები – პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა 3 საბავშვო გასართობის სივრცე:

სივრცე 1 – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაშები და ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიაზე წარმოდგენილნი იქნებიან ანიმატორები.

სივრცე 2 – ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, დიდი შაში, ფეხის ბილიარდი, მხიარული სათვალეები, სიზმრების დამჭერი, ბამბის ნაყინი, პლასტელინით ძერწვა; ანიმატორები, მიმები.

სივრცე 3 – წარმოდგენილი იქნება  ანიმატორები, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ, ზღაპრის გმირები, წყლის ბუშტების შოუ.

საბავშვო სცენა/კონცერტები – რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიის კონცერტები გაიმართება.

საბავშვო კონცერტების განრიგი:

ბასტი-ბუბუ  – 11:00 – 11:40 სთ

ანა-ბანა  –  12:10 – 12:50 სთ

მეკოს სტუდია  –   13:20  -14:00 სთ

ბიჭუნათა კაპელა – 14:15- 14:45 სთ

ბენდი 19 (მე-19 სკოლა)  –    15:30-16:10 სთ

აბა-ბანა – 16:10-16:50 სთ

ბასტი-ბუბუ – 16:50-17:30 სთ

მეკოს სტუდია  –  19:00- 19:40 სთ

საკარნავალო მსვლელობა (13:00-17:00 სთ) – მოეწყობა კოსტიუმირებული, სანახაობრივი  მსვლელობა – “ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი მიიღებს. პერფორმანსსგააფორმებს სასულე ორკესტრი.

ყვავილების ფესტივალი – წარმოდგენილი იქნება დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები, დამთვალიერებელთათვის მოეწყობა “მწვანე გაკვეთილები”, რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს დაამზადებინებენ.

ვარდების მოედანზე არსებული 300 წლის ზეთისხილის ხე მხატვრულად განათდება.

გალა კონცერტი – 2018 წლის 26 მაისს 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება და ღამით გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

26 მაისის სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება დაიგეგმა, მას პრემიერმინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

ამ დღეს თავისულფების მოედანზე სამხედრო ფიცს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი დადებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფრანგმა დეპუტატებმა ვერ გადაწყვიტეს რა დაარქვან შოკოლადის ფუნთუშას
Next post