თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ეწვევიან. წელს, ამ ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
“პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებში ერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, – თქვა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ქართველი მსმენელის წინაშე 150-მდე მუსიკოსი წარსდგება. კალაძემ განმარტა, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსები 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში დაუკრავენ.
„ქუჩის მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ. ამ მიმართულებით, თბილისის მერიის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერიამ სექტემბერში ღამის ეკონომიკის კვლევისთვის ტენდერი გამოაცხადა.
7 მარტს, კახა კალაძემ ღამის თბილისის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარაჯალაძე წარადგინა.
გვარჯალაძემ ივნისში ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის მერია გეგმავს, ქალაქის მასშტაბით, მოძრავი კვების ობიექტების Food trucks-ის საპილოტე ინიციატივა აამუშაოს. გვარძალაძემ სამომავლო გეგმების ფარგლებში, თბილისის უბნების, ტრანსპორტის განვითარებასა და ქუჩის მუსიკოსების შესახებ ილაპარაკა.
კალაძის განცხადებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...