თბილისში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი ქარხანა იხსნება

Read Time:41 Second

თბილისში, ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნება.

ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია. საპატრნიორო ფონდის ცნობით, ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.)

ფონდის ინფორმაციით, პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. მათი ვარაუდით, მე-7 წელს საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. თავდაპირველად ქარხანაში მუშაობას ისრაელელი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაიწყებენ. ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები ადგილობრივი თანამშრომლების გადამზადებასა და ზედამხედველობაზე.

ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულების 90 %-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია, რომლებმაც ტრეინინგები ისრაელში ELBIT-ის არსებულ ქარხანაში (ჰაიფა, ისრაელი) გაიარეს. ამასთან, ფონდში აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქარხანაში დასაქმებულთა 100% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

ქარხნის გახსნას პრემიერმინისტრი, ისრაელის ელჩი, პარლამენტის წევრები, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა სტუმრები დაესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს
Next post მარტვილში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცეს