ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს

Read Time:41 Second

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ბრალდებულმა გამოძიებას დეტალური ჩვენება უკვე მისცა.

არსებული ინფორმაციით, ნინო გეგელაშვილს ჩვენებაში განმარტებული აქვს, რომ ის მარტო მოქმედებდა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი გოგებაშვილს ნარკოტიკების რეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

რაც შეეხება გიორგო გოგებაშვილს, ის ბრალს არ აღიარებს. გეგელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

ინტერნეტის გამოყენებით, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით ორი პირის დაკავების შესახებ შსს-მ 8 მაისს განაცხადა.

ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ეფედრინი არ არის, არამედ ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბინის შეძენის მსურველთათვის „მენაშენეთა ასოციაცია” რეკომენდაციას ავრცელებს
Next post თბილისში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი ქარხანა იხსნება