ბინის შეძენის მსურველთათვის „მენაშენეთა ასოციაცია” რეკომენდაციას ავრცელებს

Read Time:43 Second

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. რეკომენდაციას m2b.ge -ი ავრეცელბს.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს. რეკომენდაცია #1 – სწორად შეარჩიეთ სამშენებლო კომპანია:

• უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტეთ კომპანიის ასაკი – გაარკვიეთ, რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს – მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს;

• დააზუსტეთ კომპანიის სამუშაო გამოცდილება – წარმატებით დასრულებული და შესახლებული ობიექტების არსებობა ნიშნავს თქვენთვის საინტერესო პროექტის დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ განხორციელებას;

• დააზუსტეთ უკვე დასრულებული ობიექტების არსებობა – მოინახულეთ კომპანიის აშენებული და შესახლებული ობიექტები, რაც საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებები, როგორც სახლის მშენებლობის, ისე სადარბაზოსა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი;

• კომპანიის შესახებ რეკომენდაციები მიიღეთ არსებული მომხმარებლისგან – ყველაზე სანდო რეკომენდატორად სწორედ არსებული მომხმარებელი განიხილება, რომელსაც კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. მიიღეთ რეკომენდაცია მათგან და დააზუსტეთ მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების მიზეზები, წერია “მენაშენეთა ასოციაციის” რეკომენდაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელი წინანდალი და კისისხევი დაისეტყვა
Next post ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს