თამარ ჩიბურდანიძე: კასიანოვის განცხადება იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ არამარტო რუსეთი, არამედ უკვე დასავლეთიც აწარმოებს უკრაინის ხელით

Read Time:56 Second

ძალიან ძნელია, კასიანოვის  გუშინდელი განცხადება სერიოზულად აღიქვა, არადა ოფიციალური პირია და საქართველოში უკრაინის მთავრობის პოზიციას ახმოვანებს, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

მისი თქმით, კასიანოვმაც და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელები მათ არ დაემორჩილებიან და უკრაინაში არ დაბრუნდებიან.

„კასიანოვის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენები აღდგება, ის უკრაინის მოქალაქეებს საქართველოდან გაიყვანს. ვეკითხებით მას – დაეთანხმება და გაჰყვება კი მათ უკრაინელი ხალხი საქართველოდან? თუნდაც ზელენსკის თხოვნის შემთხვევაში, წავლენ კი უკრაინელები საქართველოდან? ღრმად მჯერა, რომ არ წავლენ.

საქართველოში მყოფ ბევრ უკრაინელს ვიცნობ და ვიცი მათი პოზიცია – რამდენადაც ვიცი, საქართველოდან არცერთი არ გავა. რატომ დასჭირდა კასიანოვს ამ განცხადების გაკეთება? განა თავად არ იციან, რომ უკრაინელები მათ არ გაჰყვებიან, განა თავად არ იციან, რომ მათი განცხადება აბსურდულია? ამას კონკრეტული მიზეზი აქვს: კასიანოვის განცხადება არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ არამარტო რუსეთი აწარმოებს, არამედ უკვე აწარმოებს დასავლეთიც უკრაინის ხელით“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა – საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემდეგ, უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია: არ არსებობდა ჩემი საპარლამენტო სხდომის დარბაზში შესვლა და იქ არ ყოფილიყო გავარვარებული საპარლამენტო პროცესი – მსგავს რამეს ხედავთ ახლა?
Next post ირმა ზავრადაშვილი: როცა ქვეყნის არჩევნებია, ნაცებს მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავთ და ოცნება უყალბებს – როცა პარტიული არჩევნებია, 40000 ნაციც არ რეგისტრირდება