თამარ გაბუნია – ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტზე გუშინ დიდი ზეწოლა იყო, როგორც კი „ფაიზერის“ დამატებით დოზებს მივიღებთ, რეგისტრაციის ალტერნატიულ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ

Read Time:1 Minute, 15 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შესყიდული მილიონ 350 დოზიდან ქვეყანამ გუშინ პირველი პარტია მიიღო და დარჩენილი დოზების მოწოდება ეტაპობრივად გაგრძელდება.

გაბუნიას თქმით, შესაბამისად, ვაქცინები ყველასთვის საკმარისი იქნება.

„ფაიზერის“ შემოსვლა გუშინ დაიწყო, შესყიდული მილიონ 350 დოზიდან პირველი შემოტანა გუშინ შედგა. დოზების მოწოდება მზარდი და ეტაპობრივი იქნება იმგვარად, რომ მოკლე ხანში უნდა მივიღოთ სრულად ჩვენი დოზები. მინდა, ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით ავღნიშნო მოქალაქეებისთვის, რომ დოზების რაოდენობა ყველასთვის საკმარისი იქნება. მილიონი დოზა ნიშნავს 500 ათასი მოქალაქის აცრას და შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე დარჩეს დოზა იმაზე მეტი, ვიდრე აქტიური მოთხოვნა იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე გუშინდელ შეფერხებას, გაბუნიას თქმით, საიტზე დიდი მიმართვიანობა იყო და დამატებითი დოზების მიღების შემდეგ რეგისტრაციის ალტერნატიული მექანიზმები იქნება.

„გუშინ იყო საკმაოდ დიდი ზეწოლა საიტზე და ამან გამოიწვია დიდი დაბნეულობა, გაუგებრობა და ათასგვარი კონსპირაციული თეორია, ვინ დარეგისტრირდა, როგორ და რანაირად დარეგისტრირდა. ძალიან ცუდია, რომ ასეთი რამ მოხდა და ტექნოლოგიურად ამ საიტის გამართვა ჯერ კიდევ მიმდიბარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეებში შემოწმდა, ტესტირება გაიარა, შემოწმდა და მუშაობდა, ასეთმა დაწოლამ მაინც გამოიწვია, რაც გამოიწვია. ვნახეთ, როგორი უკმაყოფილება მოჰყვა ამას მოქალაქეების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება ლეგიტიმურია. როგორც კი ქვეყანაში დამატებითი დოზები გვექნება, რეგისტრაციის ალტერნატიულ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. ეს იქნება უშუალოდ საიტზე რეგისტრაცია, სატელეფონი რეგისტრაცია და პორტალი აღარ იქნება ერთადერთი საშუალება.

გუშინ პორტალი იყო ერთადერთი საშუალება, ისევ და ისევ გამჭვირვალობის და იმის გამო, რომ თუნდაც რაღაც არალეგიტიმურ და არასამართლიან რეგისტრაციას არ ჰქონოდა ადგილი და ყველას ჰქონოდა იმის საშუალება, რომ დარეგისტრირებულიყო, მაგრამ ტექნიკურმა შეფერხებამ ამაში ხელი შეგვიშალა, ვფიქრობ, ეს ხარვეზებიც დალაგდება“, – განუცხადა თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: რაც ჩვენ გავაკეთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება იმას, რაც წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში
Next post გიორგი კაკაურიძე – ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამაზე ერთობლივად ბევრია სამუშაო