თამარ გაბუნია: დღეს ჩვენთვის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაციაა მთავარი
ამ ეტაპზე, ეპიდემიას ესკალაციის საშუალება რომ მივცეთ, სრულიად დაუშვებელია და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაციაა მთავარი.
„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება, როგორც კონკრეტულ რეგიონებში, ასევე კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაციაა მთავარი, რისი მექანიზმიც ინტენსიური ტესტირება და ასევე ნიღბებისა და სხვა ყველა იმ წესის დაცვაა, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ.
ჯერჯერობით ჩვენ ლოკალიზაციას ამ გზებით ვცდილობთ, ხოლო შემდეგ უკვე როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ესკალაციის საშუალება, ამ ეტაპზე, ეპიდემიას რომ მივცეთ, სრულიად დაუშვებელია და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, – განაცხადა გაბუნიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...
LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. ამ...
მოძრაობა შეიზღუდება! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის...
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც...
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში...