თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ
„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, ამათაც გამოიყენებენ“, – აცხადებს POST-სთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი.
„სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ. კუჭიდან რომ სითხეს იღებდნენ, მაშინვე უთხრეს, რომ სრულფასოვანი პასუხის მისაღებად 30 დღე სჭირდება დამუშავებას, ეს [ბაჩალიაშვილის დედა] მესამე დღესვე წავიდა საელჩოშო, მუხლისჩოქზე დადგა სურათით – მიშველეო. საელჩო რას უშველიდა?! საელჩომ უთხრა, ბოლო დასკვნა დამიდეო. სამაგიეროდ ხომ გაპაზორდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ოჯახი პლაკატებით დარბის. ყველას გააგებინა, არავინ არ მივიდა 4 მეზობლის გარდა“ – ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.
მისივე თქმით, გამოძიებას ენდობა და ისინი ყველაფერს ზუსტად აკეთებენ.
იგი იხსენებს, რომ გასვენების დღეს შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძის შვილი მივიდნენ.
„ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა. მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ“,- ყვება რიტა ზურაბაშვილი და აცხადებს, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება.
„კომენდანტიც კი ნაცები ჰყავთ. კარის მეზობელია თან. იქ რომ ვიყავი, არცერთი არ შემოდიოდა ოთახში, არცერთი ჟურნალისტი. 2 ღამე ვუთიე ბავშვს, 2 დღე და ღამე არ დამიძინია, რომ გამოვედი ეგენი არ შემოდიოდნენ, მერე უცბად გამოვარდა, მე მწამს მარტო ამათიო, აქ არ დაგინახო მოსულიო, გამოვედი და გამოვერიდე. ავუხსენი ჩემს დისშვილს ამის [თამარის] სული ითხოვს სიმშვიდეს. მომწერა შენ ხარ იუდაო. ალბათ ადვოკატი ეუბნება, რომ დეიდაშენს უთხარი თუ ადვილია თვითმკვლელობა თვითონ რატომ არ იკლავს თავსო?!“ – ამბობს რიტა ზურაბაშვილი.
https://postv.media/news/1787/tamar-bachaliashvilis-bebia-am-saqmes-politikuri-jgufebi-sakutari-miznebistvis-ikeneben?fbclid=IwAR0T9DdCuRinchPkAmU2Tl0eM3F92E5hzBDZIrXJrxgPn6vCwrv_ZZYWJ2Y
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...