თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

Read Time:29 Second

თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები გამოვლინდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

კომპოზიციის დიდი ნაწილი, თვითნებური ჩარევის შედეგად, შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც, სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.

ადრეული მხატვრობის ნიმუში, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, კონსერვატორ-რესტავრატორების მიერ პირვანდელი სახით აღდგა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკსა და ლითონის მოაჯირებს.

აღნიშნული შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ინტერიერის მოხატულობა კი, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

სადარბაზოს რეაბილიტაცია გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი დაიხარჯა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია პარლამენტში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ უნდა მივიდეს
Next post კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შემდეგ ახალი სტიქიის საფრთხე არსებობს