ზურაბ აბაშიძე: „დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი“

Read Time:51 Second

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების  მოსახლეობასთან  შეხვედრები გამართა, სადაც პირადად მოისმინა ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

დევნილთა დასახლებაში გამართულ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ზურაბ აბაშიძე: „გავიცანი ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების  მცხოვრებლები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა დაძლევა მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ თანადგომასა და მხარდაჭერას. სწორედ ერთობლივი ძალებით დარწმუნებული ვარ, არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, არის წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მე პირადად, მიღებული მანდატის ფარგლებში, ვიზრუნებ, რომ ამ მიმართულებით დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები.“

როგორც ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
Next post ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული