ზაქარია ქუცნაშვილი ნიკა მელიას და თინა ბოკუჩავას – უსინდისობაა ის, რომ თქვენმა სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში გაცვალა

Read Time:53 Second

უსინდისობაა, როცა ჩვენ გვყავს რიგითი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი, რომელმაც ათი კაცის თანდასწრებით ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა, ხოლო თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში გაცვალა,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას.

ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, „ჭეშმარიტი უსინდისობაა“.

„სიტყვა „უსინდისო“ რამდენჯერმე ახსენეს ბატონმა ნიკანორ მელიამ და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ. მინდა, გითხრათ ბატონო ნიკანორ, რომ უსინდისობაა ის, რომ თქვენი წაქეზებით მიხეილ სააკაშვილის პირადი მცველი ახალგაზრდა ადამიანს სცემს თიანეთში და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენისთვის. თქვენ ამაზე ხმას არ იღებთ და ქომაგობთ მოძალადეს. უსინდისობაა ის, რომ თქვენი წარმომადგენელი მარნეულის საარჩევნო ოლქში სცემს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს და თქვენ ამაზე ხმას კი არ იღებთ, პირიქით, ტელევიზიას ახმართ, რომ მედია ალიბი შეუქმნათ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მიზნით. უსინდისობაა, რომ ქართველ ემიგრანტებს შეხვედრაზე არ უშვებთ და შეკითხვის დასმის სანაცვლოდ მუშტებს უშენთ და თვალებში გაზს ასხურებთ. უსინდისობაა, როცა ჩვენ გვყავს რიგითი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი, რომელმაც ათი კაცის თანდასწრებით ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა, ხოლო თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი გაცვალა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას – თქვენ რომ გაგებედათ და შს მინისტრი მოგეყვანათ პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა კადრების ნახვა მოუწევდა მაშინ თქვენ მინისტრს!
Next post გიორგი გახარია – სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა