ვიქტორ ორბანი – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს

Read Time:27 Second

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი. მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთში და მშვიდობა იყო უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს! გმადლობთ მოწვევისთვის, ბატონო პრეზიდენტო!“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-ის პრეზიდენტი თუ გულისხმობდა, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება
Next post გარდაიცვალა რეჟისორი მიშა ბუკია. წელს მის გარეშე მოვა ,,დარაბებს მიღმა გაზაფხული” -შალვა ობგაიძე