ვახტანგ გომელაური: ვგმობ მედიაზე ძალადობას – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები

Read Time:30 Second

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრისას, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა 90-წლების მიტინგებზეც არ ახსოვს.

„გეთანხმებით, მე ვგმობ ამას, ძალიან მძიმეა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი მედია, თავისუფალი ჟურნალისტები. ეს იყო მართლა უპრეცედენტო შემთხვევა. მე თავშივე გავუსვი ხაზი, ასეთი რაღაც მე მართლა არ მახსოვს. 27 წელზე მეტია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ, ასეთი რაღაც არასდროს, არც 90-იანი წლების მიტინგებზე არ მახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინათ. ეს იყო კატასტროფა. ძალიან მძიმე იყო ყველასთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური ქსელი მაქსიმალურადაა მობილიზებული – ემატება საწოლფონდი