ერგნეთში მორიგი შეხვედრა მაისში გაიმართება

Read Time:32 Second

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა მაისში გაიმართება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ციხელაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტატუნაშვილის საქმე იქნება.

“ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე დაფუძნებით წარიმართოს იმგვარად, რომ გამოიკვეთოს პირთა ჯგუფი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტატუნაშვილს ცხედარს ზოგიერთი ორგანო ამოცლილი აქვს, რის გამოც ექსპერტიზა ჭიანურდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემადგენლობა ცნობილია
Next post რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს – ფსიქოლოგის აუცილებელი რჩევები