ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემადგენლობა ცნობილია

Read Time:55 Second

თავისუფალი სტილით ნაკრების მთავარი მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ 30 აპრილსა და 6 მაისს რუსეთის ქალაქ კასპიისკში (დაღესტანი) გასამართ ევროპის ჩემპიონატისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრების ღირსებას მსოფლიოს სამივე ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი დაიცავენ, ოლიმპიური ჩემპიონი ხინჩეგაშვილი ევროპირველობაზე პირველად იასპარეზებს ახალ 65 კგ კატეგორიაში. შემადგენლობა ასეთია:
57 კგ – ოთარ გოგავა (ევროპის ერთა თასის გამარჯვებული. 2016)
61 კგ – ბექა ლომთაძე (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 2016)
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი 2016, მსოფლიოს ჩემპიონი 2015, სამგზის ევროპის ჩემპიონი (2014, 2016, 2017)
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი 2017)
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე (ევროპირველობის გამარჯვებული U23 – 2017)
79 კგ – ჯუმბერ ყველაშვილი (ევროპული თამაშების პრიზიორი 2015)
86 კგ – სანდრო ამინაშვილი (ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი 2015)
92 კგ – ირაკლი მწითური (მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი U23 – 2017)
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე (ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი-2015 და ევროპის პრიზიორი 2016, 2017)
125 კგ – გენო პეტრიაშვილი (რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი – 2016, მსოფლიოსა 2017 და ევროპის ჩემპიონი 2016)
ჩვენი ნაკრები დაღესტანში 2 მაისს გაემგზავრება, ევროპირველობაზე კი 4-6 მაისს იასპარეზებს. შეჯიბრება 10 წონით კატეგორიაში 2 დღიანი ფორმატით გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გახარიას ვიზიტს Twitter-ზე ეხმიანება
Next post ერგნეთში მორიგი შეხვედრა მაისში გაიმართება