ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გახარიას ვიზიტს Twitter-ზე ეხმიანება

Read Time:27 Second

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმიანება.

“საქართველოს ვიცეპრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას შევხვდი. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 1 წელი.

საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების და მიგრაციისთვის შესაფერისი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში”.

ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ლინკევიჩიუსთან.

მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ბოსტნეულის წვნიანი
Next post ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემადგენლობა ცნობილია