ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა

Read Time:20 Second

დღეს ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი შესრულდა. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს.

საოკუპაციო რეჟიმი მას სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა.

თებერვალში, ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლებას ქართული მხარე ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით მოითხოვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასამართლომ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
Next post შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო