დაგვანახეთ, რომ არ ვართ მარტო — გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს

Read Time:22 Second

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები კვირას საპროტესტო აქციას გამართავენ. გაფრინდაშვილის ცოლის განცხადებით ისინი 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან თეთრი ხალათებით და ერთად წავლენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც მშვიდობიანი პროტესტით სოლიდარობას გამოხატავენ.

“რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა; ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ვიკრიბებით კვირას”, — განაცხადა გაფრინდაშვილის ცოლმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება
Next post გიორგი გახარია – ჩვენი ტრადიციებით, წარსულით, კულტურით, ტოლერანტობით, რწმენით და ეკლესიით – ჩვენი გზა და საბოლოო გამარჯვება ევროპაშია