ელგუჯა გოცირიძემ პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის 100 000 ლარი გამოყო

Read Time:28 Second

ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს. თანხის განკარგვა გამჭვირვალედ რომ მოხდეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს ნახატი ქართული, ეროვნული სულისკვეთების მაგალითად იყოს-მანანა თოქმაჯიშვილი
Next post ბოლო ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია