ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით
აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თაღლითებს ნამდვილად შეუძლიათ უცხოსგან სესხის აღება. მომხმარებელი კი...