ეკატერინე ტიკარაძე: დღეს საჭიროებას ვერ ვხედავთ, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს

Read Time:35 Second

იმის მოლოდინი გვქონდა, რომ სკოლებში კოვიდინფიცირების ფაქტები იქნებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხდა.

„სკოლებთან მიმართებით, გვქონდა გეგმა ჯერ დაწყებულიყო დაწყებითი კლასები და შემდეგ დაგვემატებინა სხვა კლასები და ჩაგვერთო უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებში სასწავლო პროცესი. ამასთან მიმართებაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ სწორი მართვაა და ეფექტურიც, ვინაიდან ხდება შემთხვევების დროული გამოვლენა. შრომის ინსპექციის აქტივობიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგები ახდენენ ღონისძიების მყისიერ განხორციელებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციას აქვს შეფასებული ყველა ის ობიექტი, სადაც სწავლა განახლდა. „თუ არის ლოკალური გავრცელება, მაშინ ჩვენ ვახდენთ კლასის იზოლირებას და ხდება იქ დამუშავება და უკვე ამის შემდეგ იწყება სწავლის განახლება ამ კლასში. სწავლა ასევე ნარჩუნდება ონლაინ რეჟიმში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს არაა იმის საჭიროება, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რაჭაში 1 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
Next post ნიკა სამხარაძე: ჩვენი მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის სტანდარტის ამაღლება და საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევა, სწორედ ამაში გვეხმარება ასოცირების ხელშეკრულება