“ეზოში დადიოდა, როცა ეს ამბავი მომხდარი იყო, ადრე ნასამართლევიც არის. სავარაუდოდ, საძილე არტერია დაუზიანდა” – რას ჰყვებიან მეზობლები გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე?

Read Time:1 Minute, 43 Second

გლდანში ოჯახის წევრებს შორის მომხდარი კონფლიქტი უმძიმესი შედეგით, მკვლელობით დასრულდა. 28 წლის ახალგაზრდამ, რევაზ გამხიტაშვილმა მამას ბინაში დანით ჭრილობა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, მოკლულის მეორე შვილი, რომელიც არასრულწლოვანია და ტრაგედიის დროს იქ იმყოფებოდა. ფაქტის თვითმხილველმა არასრულწლოვანმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და მალე ექიმებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მაგრამ დაჭრილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ის მალევე გარდაიცვალა. მოკლულს დანით, სავარაუდოდ, საძილე არტერია დაუზიანდა. როგორც ჩანს, ის სისხლისგან დაიცალა. კონკრეტულად რა დაზიანებები ჰქონდა მიყენებული მოკლულს, ეს გვამის ექსპერტიზით გაირკვევა. შემთხვევის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს და კრიმინალისტები მუშაობენ.

სამართალდამცველებმა დამნაშავე იქვე, სახლში დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა. დაკავებულს მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ გაიმეტა მამა სასიკვდილოდ. ჯერჯერობით უცნობია, მისცა თუ არა მან ჩვენება.

დაკითხულია საქმის მთავარი მოწმე, მოკლულის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო. მისი ჩვენებით გახდება პოლიციისთვის ცნობილი საქმის ირგვლივ მეტი დეტალი.

მეზობლები მოკლულს დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ მშრომელი ადამიანი იყო, ხელოსანი და სულ მუშაობდა. მეზობლებისთვის უცნობია მამა-შვილს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ერთი ვერსიით, ამის მიზეზად დამნაშავის ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება. კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, შვილი მამას ფულს სთხოვდა.

“გაოგნებულები და შეძრულები ვართ მომხდარით. არავინ არაფერი იცის. სახლში მოხდა ეს ამბავი. ვიცნობდი მოკლულს, კარგი ადამიანი იყო. მშრომელი ხალხი. ეს ბიჭი, როგორც ვიცი, არ მუშაობდა. ქუჩაში ბევრჯერ მინახავს. შესაძლოა, მამას ფულს სთხოვდა. არ ვიცით, რა მოხდა, მეზობელს დაუნახავს დილით დანით ხელში ეზოში, როგორც ჩანს, დანა დაარტყა და შემდეგ, ალბათ, ეზოში ჩამოვიდა. 112-ში დაურეკავს მეორე შვილს, ის ბავშვიც შეესწრო, როგორც ვიცი, გოგონაა მეორე შვილი. დილით მოხდა და მაშინ მთვრალი არ იქნებოდა. მათ შორის არსებულ კონფლიქტზე მე ინფორმაცია არ მაქვს”, – ამბობს მეზობელი.

“არ ვიცი, რა იყო ჩხუბის მიზეზი. როგორც ამბობენ, სამზარეულოს დანა დაარტყა მამას და ამან დაუზიანა საძილე არტერია, ეტყობა, სისხლისგან დაიცალა. დამნაშავე არ გაქცეულა, სახლში იყო და პოლიციამ დააკავა, დანაც ამოღებულიაო, ამბობენ. დას ეცოდინება ყველაფერი. როგორც ვიცი, ის სახლში იყო. დაკავებული ბიჭი არსად მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით, ის ადრე ნასამართლევიც არის. რაც შეეხება მამას, ის ხელოსანი კაცი იყო. რაზე იჩხუბეს, ნამდვილად არ ვიცი, ვერც მეზობლებისგან გავიგე ვერაფერი, ჯერჯერობით”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, მალე წაუყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული , თუმცა გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია” – სოფო ჯაფარიძემ “მთავარი არხი” დატოვა?
Next post ირაკლი კობახიძე: საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით