დღეს ათენიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

Read Time:33 Second

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით შესრულდება.

COVID-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს მესამე ჩარტერული რეისია საბერძნეთიდან. მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, ონკოპაციენტები, ფეხმძიმეები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული ადამიანები. საელჩოს ორგანიზებით , უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირთა სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე.

4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 9,486 მოქალაქე.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ავიარეისები: 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდ
Next post მიხეილ სააკაშვილი: თანამდებობების მაძიებელი არ ვარ, ალერგია მაქვს კაბინეტებზე