დმიტრო კულება – რუსეთის პრეზიდენტი თუ თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ნატო-ს რამდენიმე დღე დასჭირდება რეაგირებისთვის, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება

Read Time:30 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ის დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება.

კულება დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ისინი თავს კარგად დაიცავენ, ნატო-ს კი რამდენიმე დღე დასჭირდება რეაგირებისთვის.

„საბოლოოდ, ვფიქრობ, ნატო გაიმარჯვებს, მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდეევკას, ასეთი იქნება ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, – ამბობს კულება.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ყველაზე იაფი და უსაფრთხო მეთოდი ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად უკრაინის მხარდაჭერაა. კულებას თქმით, ლიეტუვაში ამას კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომ ეხმარებიან უკრაინას.

„სხვები ისე იქცევიან, თითქოს ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, – ამბობს კულება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი: ორმაგი სტანდარტით მოთამაშე, მოკეკლუცე, თაღლითი პოლიტიკოსები, ნეტავ ბევრ ქვეყანაში მოიძებნება?
Next post წყალი 9 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი