„დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული“ – ნინო ნადირაძე

Read Time:45 Second

„ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო – მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – ამის შესახებ „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ნადირაძის თქმით, ყველა დიაგნოზი, რაც „ვივა მედში“ დაისვა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს.

„მკურნალობის ის ტაქტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და ახლა ფაქტობრივად, რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. სანამ სრულ კმაყოფილებას არ ვიგრძნობთ ჩვენ, მედიკოსები, მანამდე ალბათ, ჩვენთან კლინიკაში დარჩება. დინამიკა რომ მნიშვნელოვნად დადებითია, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ნადირაძემ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია.

„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო. მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკელების მიერ ქართული პოლიტიკის დაფინანსებამ უკვე იმდენად უხეში ფორმები მიიღო, რომ ისინი დაფინანსების, პრაქტიკულად, პირდაპირ ფორმებსაც კი აღარ ერიდებიან. ამის მაგალითები უამრავია: ხოშტარია, ჯაფარიძე, მეზვრიშვილი, უსუფაშვილი, ჩერგოლეიშვილი, ბესელია, წერეთელი, დოლიძე, ბუაძე, ვაშაძე და ა.შ. – „ხალხის ძალა“
Next post 24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს – კობახიძე