დაჩი ბერაია – ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო

Read Time:40 Second

ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მე და ბიძინა ივანიშვილმა ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გუშინ პირისპირ შეხვდა და ივანიშვილმა ყველა მისი არგუმენტი მოისმინა, რისთვისაც ის პარტიის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების და გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გუშინ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები, მაგრამ მან ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო.

მე საპარლამენტო მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება.

არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი ყველა არგუმენტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, – განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებაზე მსჯელობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზებს
Next post გიორგი გახარია – მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო განათლების სისტემური რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში