დავით მაღრაძე ოპოზიციაზე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს საერთოდ აღარ აინტერესებს მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში

Read Time:59 Second

ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ აღარ აინტერესებთ მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს აქვს ის მოჩვენებითობის შექმნის ძალა, რომ ვთქვათ მოაჩვენოს მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ ამას იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ არის სინამდვილეში ასე, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არსებობს ერთ-ერთი ტელევიზიის ყუთში და მათი მომავალი გაურკვეველია, რადგან არანაირი კავშირი საზოგადოებასთან არ აქვთ. როგორც დავით მაღრაძემ განაცხადა, ომი ქართველებისთვის ყოფნა არყოფნის საკითხია.

,,ესენი არსებობენ ტელევიზიის ყუთში და არა რეალურ ცხოვრებაში. მშვიდობა ჩვენთვის არ არის ომი და მშვიდობა, რომ ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსსაც გავაგონო. ეს არ არის ჩვენთვის ომი და მშვიდობა, რაზეც გვიბიძგებენ. ეს არ არის ტოლსტოის ომი და მშვიდობა. ეს არის ჩვენთვის ყოფნა არყოფნა და არა ომი და მშვიდობა. ამიტომ, ვინც ცდილობს, რომ ხელისუფლებაში ელჩებთან კავშირით მოვიდეს, რას მისცემს საელჩოებთან კავშირი, როდესაც კავშირი შენს მოსახლეობასთან არ გაქვს ვინც უნდა აგირჩიოს. რა უფლება აქვს ჩვენ გენერაციას, რომ ყოფნა არყოფნის საკითხი შეაგდოს სასწორზე და არყოფნით დაასრულოს. ამდენ საუკუნოვანი ჩვენი ისტორია, ქართული კულტურის ისტორია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს ყოფნა არყოფნის საკითხია და სავარაუდოდ არ ყოფნის’’, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
Next post მიხეილ სარჯველაძე: საქართველო უკრაინასთან მიმართებაში პირნათელია, სულ 40-მდე სახელმწიფომ შეძლო ჰააგისთვის მიმართვა და მათგან ერთ-ერთი საქართველოა