დავით ზალკალიანმა ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი წარადგინა

Read Time:50 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ იმ რეისებზე ისაუბრა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით, დღეს ერთი რეისი განხორციელდება ბერლინიდან, ხოლო ხვალ საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან ბერძნული ავიაკომპანიის ავიარეისის მეშვეობით ჩამოფრინდებიან.

„კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს.

რაც შეეხება შემდეგ კვირას, 26 მარტს განხორციელდება თბლისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი-ამსტერდმი-თბილისის რეისი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს – თბილისი- ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს – თბილისი-ათენი-თბილისი, ხოლო 10 აპრილს – თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს, რომ ეტაპობრივად გამოიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ შემდეგი რეისების დაგეგმვაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მაგთიკომი” კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 3 მლნ ლარს გამოყოფს
Next post 200 000 ანტიგენის ტესტი საქართველოში ჩარტერით გამოიგზავნება – თამარ გაბუნია