გლანდების ოპერაციის შედეგად მე-2 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა

Read Time:55 Second

“ნინო, ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე მოსწავლე… ნამდვილი ანგელოზი… წავიდა და დაგვტოვა …დაგვიტოვა ღრმა მწუხარება გულში…
მოულოდნელად წავიდა ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორია, თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. წავიდა პატარა ანგელოზი და გულში მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა, რომელიც არასოდეს განელდება. ყოველი წუთი და წამი გვახსენებს მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს… ჩვენო პატარა ანგელოზო, მუდამ მომღიმარი, სულით ხორცამდე მშვენიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ემახსოვრები შენს მშობლიურ სკოლას” – გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა 155-ე საჯარო სკოლამ ფეისბუქ გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორიას სიცოცხლე იმსხვერპლა.  ტრაგიკული ამბის შესახებ დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა შემედი რამ უამბო:

“ნინოს ოპერაცია გაუკეთეს ხიჩინაშვილის კლინიკაში გამოცდილ ექიმთან. გამოწერეს, სახლში იყო და 5 დღის შემდეგ დაეწყო დენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა. მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური გაიკეთა, ე.წ. ფუფხს რომ ეძახიან, ის აწვებოდა თურმე, აორტას და გასკდა, არვიცი მილიონში ერთი ხდება ასეთი შემთხვევაო, მთელი სამეზობლო დაწყვეტილები ვართ, ისეთი კარგი ბავშვი იყო, სამი შვილი ჰყავს მის მშობლებს… არვიცი რა უნდა ვთქვა, 21-ე საუკუნეში გლანდების ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ, ეს რა უბედურებაა”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაიცანით, ერთადერთი მფრინავი ქალი საქართველოდან
Next post “კლასელები იყვნენ… მეგობრის ქორწილიდან მოდიოდნენ…” – ვინ იყვნენ ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები