გიული ალასანია: ჩემი შვილის კადრების გავრცელებით, მოსახლეობას ფატალური შედეგისთვის ამზადებენ

Read Time:26 Second

ჩემი შვილის კადრების გავრცელებით, მოსახლეობას ფატალური შედეგისთვის ამზადებენ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„იმედმა“ აჩვენა ივნისის კადრები, სადაც მიშა მხნედ დააბიჯებს. ცოტა უცნაურია ახლა ამ კადრების გავრცელება. მესმის, სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, თუ რას ემსახურებოდა ჩანაწერების გამოქვეყნება, რომ ხალხისთვის ენახებინათ – აი მიშა სიმულიანტია. მაგრამ ახლა კიდევ ამ კადრების ჩვენება რას ემსახურება? ე.ი. მოსახლეობას ამზადებენ მისი სიკვდილისთვის. რომ ახლა ისევ რაღაცას გვატყუებს, კარგად, მხნედ არის, მაგრამ უზნეოა და მოკვდა უცებ. ვიმედოვნებ, მოსახლეობის უმრავლესობა საღად აზროვნებს და სწორ დასკვნებს გამოიტანს”- განაცხადა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში – მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა
Next post კახა კალაძე: რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებაში, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული, მასში ჩართულები არიან ე.წ. „ჩვენი მეგობრები“