ალეკო ელისაშვილი: თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში – მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა

Read Time:32 Second

მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა, სულ ეგაა კაცო? დავიჯერო მეტი არ შეგიძლია? – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კულტურის სამინისტროს გენინსპექციის  მიერ პრეზიდენტის რეზიდენციიდან სვიმონ დადიანის ნამუშევრების გამოტანის ფაქტს.

“აფსუს თეა წულუკიანს დროში და ეპოქაში როგორ არ გაუმართლა… წარმოიდგინეთ თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამოაქვს ნახატები და მერე თავმჯდომარეობს “ტროიკის” სხდომას! ტროცკიზმი ხელოვნებაში, ბურჟუაზიული გადმონაშთებით ტკბობა და მსგავსი ბრალდებები რა მჭახე და ომახიანად გაისმოდა მის გამოსვლაში. აფსუს ბიჭო როგორ აცდა მაგ დროს. რეებს იზამდა და რა იაფად გამოდის ეხლა. მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა, სულ ეგაა კაცო? დავიჯერო მეტი არ შეგიძლია?” – წერს ალეკო ელისაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: კობახიძე სიმართლეს რომ ლაპარაკობს არამართებულია და „BBC”-ის ინფორმაციას არავინ იმჩნევს, როგორია ომის პარტიის ნარატივი? ჩამოყალიბდით „BBC”-იც რუსეთუმეა თუ როგორ არის საქმე?
Next post გიული ალასანია: ჩემი შვილის კადრების გავრცელებით, მოსახლეობას ფატალური შედეგისთვის ამზადებენ