გიორგი ამილახვარი-ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა

Read Time:58 Second

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის თქმით, ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა. ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მშობლების მხრიდან წუხილი გამოითქმებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ საკითხი კომიტეტის წლიურ სამოქმედო გეგმაში ჩაიდო.

„განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, მეთოდისტებთან, დარგის ექსპერტებთან, ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ ხედვა და კონცეფცია. პირადად მეც და ჩვენი გუნდის წევრებსაც მიგვაჩნია, რომ ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა. ვინაიდან მშობლების მომართვიანობა ძალიან მაღალია, რადგან რამდენიმე დღის გამო შეიძლება ბავშვს მოუწიოს ერთი წლის გამოტოვება. იმისთვის, რომ ეს წელსვე შეხებოდა გარკვეულ კატეგორიას, განსაკუთრებით მათ, ვინც სექტემბერშია დაბადებული, პირველი წერტილოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და უკვე დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტში, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ. პირველ ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს, დაახლოებით 2500 მოსწავლე ხვდება ასეთ კატეგორიაში, ეს რეგულაცია წელსვე შეეხება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სისტემა უკვე იწყებს მზადებას. ჩვენ გვჭირდება დრო, ვინაიდან მოსწავლეების საკმაოდ დიდ რაოდენობას ეხება და ამისთვის მოსამზადებელია სასკოლო ინფრასტრუქტურა. შენდება ახალი სკოლები, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლოა ყოველ წელს ერთი თვით გადაიწიოს ვადა და მივალთ იმ ყველაზე სასურველ და სამართლიან წყალგამყოფამდე, რომელიც 31 დეკემბერია“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი-მარნეულში ევროპული სტანდარტების სკოლა დავათვალიერეთ, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით 4 მლნ ლარი დაჯდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 150-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განვახორციელეთ
Next post ზელენსკი: მადლობა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის, თუმცა ეს ცოტაა – სანქციები უნდა გაძლიერდეს