ზელენსკი: მადლობა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის, თუმცა ეს ცოტაა – სანქციები უნდა გაძლიერდეს

Read Time:23 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მიღებისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.

„მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო მძლავრი სასანქციო პოლიტიკისთვის. პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენს ვუხდი მადლობას სანქციების მეხუთე პაკეტისთვის, თუმცა მივიჩნევ, რომ ეს ცოტაა. რუსეთმა ბევრი წაგვართვა. წაგვართვეს ტერიტორიები, ხალხი. ტერიტორიების დაბრუნებას შევძლებთ, თუმცა ვერ დავიბრუნებთ ხალხს. ამიტომაც გთხოვთ, დაგვეხმარეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით. სანქციები მხოლოდ უნდა გაძლიერდეს. სხვაგვარად რუსეთს არაფერს ისმენს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი-ყველაზე ლოგიკური და სამართლიანი ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევაა
Next post ნაცვლიშვილი პაპუაშვილზე: ხელისუფლებებს შორის წყენა თუა, ამ გაურკვევლობის გასაქარწყლებლად მით უფრო ალტერნატივა არ აქვს ბუჩაში ჩასვლას