ნაცვლიშვილი პაპუაშვილზე: ხელისუფლებებს შორის წყენა თუა, ამ გაურკვევლობის გასაქარწყლებლად მით უფრო ალტერნატივა არ აქვს ბუჩაში ჩასვლას

Read Time:37 Second

ხელისუფლებებს შორის წყენა თუა, ამ გაურკვევლობის გასაქარწყლებლად მით უფრო ალტერნატივა არ აქვს ბუჩაში ჩასვლას, – ასე ეხმაურება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას.

“კოლეგები ოცნების მხრიდან გამუდმებით იმეორებენ რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინელებისთვის გაიღო სისხლი (ოპოზიციამ არა, როგორც აკონკრეტებს ბატონი ხუნდაძე) და ასევე გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება.

დღეს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად უთხრა ყველა ქვეყნის პარლამენტს, რა სჭირდებათ მათ ახლა პარლამენტების და მათი თავმჯდომარეებისგან – ბუჩაში ჩასვლა.

არ ვიცი, ადამიანურ ურთიერთობებში რა წყენამ შეიძლება გაამართლოს სამძიმარზე არ მისვლა!
პოლიტიკურ ურთიერთობებში- მოთუმეტეს ამას ვერ გაამართლებს.

ხელისუფლებებს შორის გაურკვევლობა და წყენა თუა სწორედ ამ გაურკვევლობის გასაქარწყლებლად მითუფრო ალტერნატივა არ აქვს ჩასვლას.

მე ჩავიდოდო, შევკრებდი რამდენიმე კოლეგას სურვილისამებრ სხვადასხვა პოლიტიკური ძალიდან და ჩავიდოდი ბუჩაში. თუ ამას შალვა პაპუაშვილი გააკეთებს, მზად ვარ, წავიდე მასთან ერთად,” – წერს ანა ნაცვლიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: მადლობა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის, თუმცა ეს ცოტაა – სანქციები უნდა გაძლიერდეს
Next post Independent: ჩემს ფიქრებში საქართველოა – თოვლი, საფერავი და სოლიდარობა კავკასიაში