გია ვოლსკი – გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს

Read Time:49 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმ ადამიანთა ჯგუფიდან არის, რომელთაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს და რომ არა პატრიარქი, ბრძოლის ველიდან ჩვენი დახოცილი გმირების გამოყვანის საშუალება არ იქნებოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკი გრიგოლ ვაშაძის მიერ მედიის საშუალებით გაკეთებულ იმ განცხადებასაც იხსენებს, სადაც მან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების საკითხზე ისაუბრა.

„გრიგოლ ვაშაძის მედიით გაკეთებული განცხადება მთელმა საზოგადოებამ იხილა, სადაც მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ მიატოვა, რაც საბჭოთა კავშირს მთავარი აგური – შიში გამოეცალა. ომთან დაკავშირებით მისი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ პოზიციაზე კენჭისყრასა და პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას არ აპირებდა, რადგან მას შეიძლება ძალიან მძიმე წარსული გავახსენოთ, მათ შორის, 2008 აგვისტოს წინა პერიოდი, როდესაც მთელი საქართველო და მსოფლიო თავის ოფიციალური პოზიციიდან შეცდომაში შეჰყავდა და ამბობდა, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებს და სახელმწიფომ იმ მძიმე პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა. მისი გამონათქვამია, რომ რუსია, რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას არ აპირებს და მას ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, კერძოდ, რუსეთის მონაწილეობასთანდაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ”
Next post სიმსივნით დაავადებული პაციენტი გიორგი ვაშაძეს – „კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!“