განათლების სამინისტრო 119-ე სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, არის ტყუილი.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი.
პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.
სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე. ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა.
ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...