„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, – ჩხოროწყუში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა (ვიდეო)

Read Time:28 Second

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ, ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

აქციაში მერიის, საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

სისხლის უანგარო დონაციის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი – დავით გოგუა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე – ჯანო პერტაია გაეცნენ.

ჩხოროწყუს მერის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლს 70-მდე პირი გაიღებს.

ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

პროექტს კორპორაცია “ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული მედიკოსები, ასევე, უანგაროდ იღებენ მონაწილეობას.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოსო არჩვაძე: ჩვენი ქვეყნის სამაგალითოდ მოხსენიება, მსოფლიო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მიერ შექების გარდა მორალური გამარჯვებაცაა
Next post საქართვრლოში ზედიზედ მეოთხე დღეა, 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს