გაირკვა, რატომ სუქდება წყვილი ერთად ცხოვრების შემდეგ

Read Time:29 Second

კვლევების თანახმად, მას შემდეგ, რაც წყვილები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ისინი სუქდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP გერმანულ გამოცემა Augsburger Allgemeine Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევებმა ცხადყვეს, რომ წყვილებში წონის მატება ქორწინებაზე დამოკიდებული არ არის. ერთად ცხოვრების დაწყების შემდეგ წყვილები ორჯერ უფრო სუქდებიან, ვიდრე ქორწინების პირველ ოთხ წელიწადში.

სპეციალისტების განმარტებით, ურთიერთობის სტატუსის ცვლილება ხშირად განაპირობებს ყოველდღიური კვების რეჟიმის ცვლილებასაც. მაგალითად წყვილები ერთად საუზმობენ, მაშინ, როდესაც მარტო ცხოვრების დროს შეიძლება დილის კვება სულაც გამოეტოვებინათ ან უფრო მცირე ულუფად მიეღოთ.

დაშორების შემდეგ კი, ზოგადად, ადამიანები წონაში იკლებენ – კაცებისა და ქალების სხეულის მასის ინდექსი დაშორების შემდეგ, უმეტესად, ურთიერთობების დაწყებამდე არსებულ ნიშნულს უბრუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა ფაჩულიას აკადემია: ვისაც სემესტრული ნიშანი 7-ზე დაბალი ექნება, ვარჯიშებზე ვეღარ ივლის! წაიკითხეთ სრულად
Next post სამი მედალი ერთ დღეში