ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

Read Time:56 Second

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, თქვენს ოჯახს და ქართველ ხალხს მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, ბედნიერება და სიხარული“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა.
ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსა და ერისადმი. საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი. ორი კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი შაფთაი ცური, რომელთანაც მე ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩიც ისეთივე კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს 26 საუკუნოვან მეგობრობას, რითაც ორივე ერი ვამაყობთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთში უცნობი ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა
Next post ვიშხეთთან ავარიის შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა